Skip to content
05/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში

მარშალ პრესი 04/10/2026
irakli kobakhidze4
განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სკოლების უმრავლესობაში მე-12 კლასი იყო ფიქტიური, რადგან მოსწავლეები რეალურად სკოლაში არ დადიოდნენ.
„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები  არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა. ასევე, მე-11 კლასს რაც შეეხება, რომ უნდა იყოს ერთგვარი მოსამზადებელი შემდეგი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, სწორედ ეს არის მიზანი, რომ შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც იქნება განკუთვნილი სწორედ რეპეტიტორიუმისთვის, მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. დანარჩენი, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა და მზად ვართ ასეთი მსჯელობისთვის“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ე.წ. „ნაცსექტა“ და მისი ფილიალები უცხოეთიდან იმართებიან
Next: პენიტენციური სამსახური პატიმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.