Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მეუღლის გაუპატიურების, არაერთგზის ცემის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 14 წელს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში 40 წლის კაცი დააკავეს

მარშალ პრესი 03/04/2022
შსს

გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის გაუპატიურების, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ. საკუთარ მეუღლეზე -1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-137 – მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11′-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11′-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Continue Reading

Previous: საგანგები სიტუაციების მართვის სამსახური წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს
Next: უკრაინის გენშტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025