Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

საგანგები სიტუაციების მართვის სამსახური წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 03/04/2022
საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგები სიტუაციების მართვის სამსახური წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქის საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო 45 მეხანძრე-მაშველი, რომელთა მიერ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის მართვის ცენტრ “112”-ში მიმდინარე წლის 2 აპრილს შემოვიდა შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ. ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და გაუჩინარდა.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ოპერაციაში ჩაერთო 45 მეხანძრე-მაშველი, რომელთა მიერ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერება. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც. გარდა ამისა, ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და სპეციალური მცურავი საშუალებები. ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდრეს შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: რუსთავის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
Next: მეუღლის გაუპატიურების, არაერთგზის ცემის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 14 წელს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში 40 წლის კაცი დააკავეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025