Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი პატარიძე: „მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“

მარშალ პრესი 02/10/2026
giorgi pataridze

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.

გიორგი პატარიძემ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო კადრების გავრცელების გადაწყვეტილება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო №6 პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს, და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს 2026 წლის 3 მარტიდან მოყოლებული მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული და დაარქივებული უწყვეტი კადრები.

„აქვე გავიმეორებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულ დავითაძის სრულ გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2026 წლის 3 მარტიდან დღეის ჩათვლით“, – განცხადა გიორგი პატარიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან.

Post navigation

Previous: ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა
Next: საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.