Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

მარშალ პრესი 02/10/2026
irakli lataria

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდათ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველას ჰყავს პატიმარი ახლობელი ან პატიმრის ოჯახის წევრი, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რა მდგომარეობაში ბრუნდებიან პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.

„ახლა ყურადღებით მომისმინეთ…. საქართველო პატარაა, შანსი არაა ვინმემ რაიმე დამალოს..
ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ.. ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან/და ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა..
ამიტომ, ტრაკის თამაშს თავი გაანებეთ..

მაცივრებითა და ,,ზმანებით” გამოგყავთ პატიმრები და თქვენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ!…. დაყენდით. წამება ამ ქვეყანაში დასრულდა.” – წერს ლატარია.

Post navigation

Previous: თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი – „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა
Next: გიორგი პატარიძე: „მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.