Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს

მარშალ პრესი 11/07/2022
თორნიკე შარაშენიძე

თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს, – ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. აღნიშნავს, ზოგიერთი საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ “ოცნება” გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და “ოცნებამ” თავი უფრო ძლიერად იგრძნო. ექსპერტი მმართველი გუნდის პოზიციას ასე აფასებს:

„მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს, რაც ისევე არასწორია, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა ზიანდება, რაც ძალიან სამწუხაროა“, – ამბობს შარაშენიძე.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვება არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025