Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვება არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 11/07/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვება იმ მოტივით, რომ მათ სურთ ისაუბრონ ყველაფერი ყველაფერზე და ამით არ დააზიანონ გუნდის იმიჯი, არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის გადაწყვეტილების.

„ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვება იმ მოტივით, რომ მათ სურთ ისაუბრონ ყველაფერი ყველაფერზე და ამით არ დააზიანონ გუნდის იმიჯი, არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის გადაწყვეტილების. ცხადია, ამ სამი ადამიანის მიერ პარტიიდან წამოსვლას სჭირდებოდა რეგიონალური სიმყარე და ეს სიმყარეც მიიღეს. ერთია ტელევიზორიდან გაგონილი, ხოლო მეორეა, რომ ადგილზე, რეგიონებში პარტიული ლიდერების უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მათგან პირადად მოსმენა მძიმე, მაგრამ აუცილებელი და საჭირო სიმართლის. საინტერესო პროცესები მიდის და ფაქტია, რომ მმართველი გუნდი არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, მით უმეტეს რაღაც გაუგებარი, საეჭვო და სახიფათო ნაბიჯების გადადგმას და რუსეთთან ქიშპობის დაწყებას. რთულიც არის ამის გამტყუნება – უახლოეს წარსულში ვნახეთ, რა მოგვიტანა 2 დღიანმა ომმა…“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: თქვენ, საქართველოში უამრავ დამსახურებულ, კეთილსინდისიერ და ღირსეულ ადამიანს არ უსმენთ, მაგრამ ეყრდნობით ლომჯარიასა და გიგაურებს!
Next: თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.