Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა

მარშალ პრესი 01/10/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 14 წლის განმავლობაში, იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები, რთული პერიოდები და მიუხედავად ამისა ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აღნიშნული პროცესები იმ ფონზე მიმდინარეობდა, როცა მსოფლიოში ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ ვითარება შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.

მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველო არ გახდეს სხვისი დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს არ შეეწიროს.

„14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა — რაც ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინების საწინდარია.

ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როცა ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ მსოფლიო შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, შინაურთა ღალატი და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.

ასეთ გარემოში საქართველო პატარა ხომალდივითაა დიდ ოკეანეში — ქარი, დინებები და ტალღები მუდმივად იცვლება, მაგრამ სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელია: შეინარჩუნოს ეროვნული გზა და არ დაუშვას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას ომში, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრივ დაკნინებაში ჩაითრევს.

14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ესაა — ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველო არ გახდეს სხვისი ანტიქართული დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები არ შეეწიროს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა
Next: საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.