Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა

მარშალ პრესი 01/10/2026
tamta megrelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა მთავრობამ და ხალხის ძალისხმევამ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციური წესრიგით და ხალხზე მორგებული პოლიტიკით ჩაანაცვლა.

„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი – ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული თუ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.

2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება; ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია.
წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები – ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ.

გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა.
დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ.

ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი, ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი – გიორგი გამსახურდია
Next: გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.