Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 01/10/2026
4045

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

კონგრესის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მხრივ განხორციელებულ ინიციატივებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო, ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისადმი მიძღვნილ სხდომაში, სადაც მან ისაუბრა საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ექსტრადიციისა და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე  ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის.

კონგრესის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ, თანამშრომლობის გაღრმავების  მიზნით, ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, იტალიისა და იაპონიის დელეგაციებთან, ასევე, გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის პროგრამის ქსელის (PNI) მონაწილე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (SII) წარმომადგენლებთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ასევე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე; სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია და ამავე სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იასონ ნაჭყებია.

Post navigation

Previous: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო
Next: დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს – როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.