Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო

მარშალ პრესი 01/10/2026
kaxa kaladze

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 14 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძე წერილს აქვეყნებს:

“1 ოქტომბერი – დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.

14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. 

ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.

ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ – იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა – საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა   ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა.

ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი.

მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“  დიდ ოჯახს!! მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც  პასუხისმგებლობით ემსახურებით. 

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.”- წერს კახა კალაძე.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო
Next: იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.