Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა

მარშალ პრესი 29/09/2026
agsruleba biuros gancxadeba

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა. ინფორმაციას აღსრულების ბიურო ავრცელებს.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.

შეთანხმების საფუძველზე, მოვალე და მისი ოჯახის წევრები ნებაყოფლობით დატოვებენ კრედიტორის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, კრედიტორმა მოვალე მხარეს მისცა 3-თვიანი ვადა, რათა მოახდინოს უძრავი ქონების გამოსყიდვა. თავის მხრივ, მოვალემ განაცხადა, რომ მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას და წარადგენს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა მიიღოს მისთვის გამოყოფილი ბინის ქირის თანხა.

აღსანიშნავია, რომ საქმე ბიუროში 2019 წლიდან მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, გამოსახლების პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო და კრედიტორის თანხმობით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ქალაქ რუსთავის მერიის მხრიდან გამოყენებული იყო ყველა სამართლებრივი და სოციალური მექანიზმი, რათა ოჯახი საცხოვრებლის გარეშე არ დარჩენილიყო და საქმე შეთანხმებით, მხარეთა უფლებებისა და სოციალური ინტერესების ბალანსის დაცვით გადაწყვეტილიყო.

თემის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ თემას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან ვითარების ხელოვნურად გამწვავების მიზნით.”- ნათქვამი აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

Post navigation

Previous: მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
Next: 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.