Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

მარშალ პრესი 29/09/2026
829647119_882664024812896_2511203482894083476_n

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრას ასევე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დაესწრო.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრისას დარგობრივ პროფესიულ საკითხებზე და მრჩეველთა საბჭოში მათი საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ინფორმირებულები და ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საინტერესო ხედვები და მოსაზრებები აქვთ. შეხვედრაზე შემდგომი კომუნიკაციის მიმართულებებზე შევთანხმდით, რათა მათი აქტივობების სწორი კოორდინაცია მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე
Next: აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.