Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო

მარშალ პრესი 29/09/2026
05

საქართველო თავდაცვის უწყება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას   „SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია  ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის გენერალ-მაიორი შალვა შენგელია და JTEC-ის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა დაესწრნენ და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები შეფასდება. „SHARP LYNX 2026” ნატოს  სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გაწევრიანებისთვის მიღებული გზამკვლევის მიხედვით ბოლო აქტივობაა. სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში იმართება, მიზნად ისახავს მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას. სწავლებაში საქართველოს, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და უნგრეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Post navigation

Previous: გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას
Next: გურიაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.