Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას

მარშალ პრესი 29/09/2026
giorgi chakvetadze

კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დააფიქსირეს პოზიციები, როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე პანელური დისკუსიების ფარგლებში და ღიად განაცხადეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს დამსახურებებზე და მიღწევებზე დაფუძნებული.
ჩაკვეტაძის განცხადებით, ამ ფორუმის და სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში ეძლევათ საშუალება იმასთან დაკავშირებით, რომ გააჟღერონ ყველა ის პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს.

“სულ რამდენიმე საათია, რაც ალბანეთიდან დავბრუნდით, სადაც მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას, უშუალოდ ალბანეთის მაგალითზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას. კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს.

მათ შორის, ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა ის, რომ მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რომელიც წლების მანძილზე ბრიუსელს აქვს კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ჩვენ, ჩვენი მხრიდან, დავაფიქსირეთ პოზიციები, როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე პანელური დისკუსიების ფარგლებში და ღიად განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია, უნდა იყოს იმ მიღწევებზე და დამსახურებებზე დაფუძნებული, რომელიც აქვს, ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რომელიც ისმის სხვადასხვა ევრობიუროკრატის მხრიდან. ჩვენ ამ ფორუმის და სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში გვეძლევა საშუალება იმასთან დაკავშირებით, რომ გავაჟღეროთ ყველა ის პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს და რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას.“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი
Next: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.