Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ

მარშალ პრესი 29/09/2026
kaxa kaladze

სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები. 

მისი თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 

„სააკაშვილის ბაქიბუქი  ბევრჯერ მოგვისმენია, არა მხოლოდ მისი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც შემჩნეულნი არიან მოღალატეობრივ ქმედებებში და ქვეყნის წინააღმდეგ დგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ ტიპის პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა როგორ დაასრულეს, სააკაშვილი ამის კარგი მაგალითია, შეიძლება სხვა სახელები და გვარებიც ჩამოვთვალოთ.

 ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ  ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, – განცხადა კახა კალაძემ.  

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს რუსეთი არა ნიქოზის, თამარაშენის, ან კოდორის სამი პატარა სოფლის დასაპყრობად შემოვიდა, არამედ, ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ ეკუთვნის ქართველ ხალხსა და საქართველოს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.  

 „როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, არ ეკუთვნი ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი განცხადებებიდან, გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოსვლის დროს დააფიქსირა ამ ადამიანმა.  

ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. 

ის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს,  არის მოღალატეობრივი ქმედებები, სხვანაირად ვერანაირად შეაფასებ იმას, რაც სამწუხაროდ მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე – ჩინეთში მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია
Next: ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე – 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.