Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე – ჩინეთში მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია

მარშალ პრესი 28/09/2026
kakha kaladze

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ეს ვინც შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე – 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა
Next: კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.