Skip to content
28/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ

მარშალ პრესი 27/09/2026
irakli kobakhidze10
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „იმედის კვირა“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლევილს თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
„მე მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, ფართო საზოგადოებამ გაიგო ლევილის შესახებ და მას შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ.
მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს ქართველებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის და არამხოლოდ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა ბელიაშვილის ქუჩა N120-ის მიმდებარედ, უსახური ნაგებობების დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოებს გეგმავს
Next: დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.