დიდუბის რაიონის გამგეობა ბელიაშვილის ქუჩა N120-ის მიმდებარედ, უსახური ნაგებობების დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოებს გეგმავს.
2000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს. სამუშაოების ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.
დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი ადგილზე გაეცნო სამუშაოთა მიმდინარეობას. ის, ასევე, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც მათი საჭიროებები და სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
