Skip to content
28/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

მარშალ პრესი 27/09/2026
825310130_1377994734317975_9171468716132672695_n

27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

კირცხალიამ „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

“რაც შეეხება ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი – პირველ რიგში ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები და თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი.

ასევე ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას
Next: დოროთე ყურაშვილი: რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.