Skip to content
28/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

მარშალ პრესი 27/09/2026
iako kvantaliani

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარს ამბობს. კვანტალიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოებები და პოზიციური აცდენა გახდა.

ადვოკატის განმარტებით, შექმნილი ვითარება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მის პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილის დაცვა.

„თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და ტრავმები მოჰყვა.
ექიმების მიერ დანიშნული ერთთვიანი წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ერთი დღეც არ დავწოლილვარ და უწყვეტად ვაგრძელებდი მის დაცვას. თუმცა, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს.
ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას. მას ჰყავს ადვოკატთა გუნდი და უადვოკატოდ არ რჩება!“- წერს კვანტალიანი.

Post navigation

Previous: სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
Next: ირაკლი კირცხალია – გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.