Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გრაფიკი საკმაოდ მკაცრად არის გაწერილი და ფორმატებიც განსაზღვრულია

მარშალ პრესი 10/07/2022
შალვა პაპუაშვილი

ყველა პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული თარიღი – როდის უნდა ინიცირდეს შესაბამისი კანონპროექტი, როდის უნდა მივიღოთ. ამიტომ, გრაფიკი საკმაოდ მკაცრად არის გაწერილი და ფორმატებიც განსაზღვრულია. ფორმატი გულისხმობს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივ დისკუსიას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და მცდელობას, გამოიძებნოს საერთო გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2%-იანი ბარიერი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვს რეკომენდაციების სიაში ჩაწერილი არ არის.

„პრინციპში, 2%-იანი ბარიერი არის მეცამეტე პუნქტი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ამ 12 პუნქტს უმატებს და ფაქტობრივად წინაპირობად აყენებს, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. რაც, თავის მხრივ, სამწუხაროა, ვინაიდან აჩვენებს, რომ სინამდვილეში მათ ის კი არ აინტერესებთ, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს და შეასრულებს თუ არა ამ 12 პუნქტს, არამედ აინტერესებთ ერთადერთი რამ – დაბალი ბარიერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: თუ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში დასრულდება ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, გააღვივონ კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია
Next: ნინო წილოსანი: არეულობისა თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.