ირაკლი კობახიძე: თუ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში დასრულდება ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, გააღვივონ კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია

970X90

თუ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში დასრულდება ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, გააღვივონ კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უფრო დაბალი, 2%-იანი ბარიერის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი პარლამენტში რაციონალური სპექტრის მიღება.

„ეს კვლავაც არის ჩვენი კეთილი ნება, რომელიც არის ერთგვარი მე-13 პუნქტი, ასე შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არ არის დათმობა ოპოზიციისთვის. აქ ჩავდეთ კონკრეტული ლოგიკა – თუ შემცირდება პოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერითაც იქნება შესაძლებელი რაციონალური სპექტრის მიღება პარლამენტში, 2%-იანი ბარიერის საფუძველზე.

თუ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში დასრულდება ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, გააღვივონ კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია. შესაბამისად, ასეთ დროს უფრო დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება ხდება აბსოლუტურად ლოგიკური. ესაა ის ლოგიკა, რომელიც ჩაიდო ჩვენს გადაწყვეტილებაში და სწორედ ამის საფუძველზე გაკეთდა ეს შეთავაზება“, – განაცხადა კობახიძემ.

ბარიერის დაწევა შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც უკვე ანულირებულია. ამ შეთანხმებიდან რამდენიმე პუნქტი ახალ ევრო რეკომენდაციებშია ისევ გადმოტანილი, მათ შორის არ არის ბარიერის საკითხი, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არის ეს მაინც გააკეთოს მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

970X90
გაზიარება