Skip to content
27/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – იყო პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება

მარშალ პრესი 26/09/2026
irakli kobakhidze
იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“ განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა, თუმცა დღეს ეს ორგანიზაცია ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს.
„იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან. ყველამ კარგად იცის, რა საქმეზეა საუბარი – იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა. არაფერს აღარ ვამბობ კონკრეტულ ფუფუნების საგნებზე, სახელმწიფო თანამდებობის პირების დასვენებაზე, სხვადასხვა კურორტზე ქვეყნის გარეთ. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი შემთხვევა რომ მოხდეს დღევანდელ დღეს, რა ჯანსაღი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოებას. დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული
Next: პრემიერი – ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.