Skip to content
27/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული

მარშალ პრესი 26/09/2026
irakli kobakhidze

პრაქტიკულად არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აგენტურისთვის მთავარი დავალება არის, რომ არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები საზოგადოებაში და ყველას უნდა შეეხონ.

„პრაქტიკულად არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას, რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული. სხვადასხვა სპორტის სახეობას ეხება ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტო ფეხბურთი, საქმე ეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, კალათბურთელებს და ა.შ. არ დატოვეს არც ერთი მიმართულება. მთავარი დავალება რა არის ამ შემთხვევაშიც, რომ არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები საზოგადოებაში და ყველას უნდა შეეხონ.

რა თქმა უნდა, ამით ისინი ჩვენს სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ, რაც კიდევ ერთხელ მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისკენ. მცდელობა არის სწორედ ასეთი, ამიტომ ეხებიან ყველანაირ ავტორიტეტებს, მათ შორის სპორტში ავტორიტეტებს. საზოგადოებამ უნდა მისცეს ამ ყველაფერს სათანადო შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით
Next: ირაკლი კობახიძე – იყო პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.