Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ

მარშალ პრესი 25/09/2026
levan maxashvili

ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ამ ფორმით ახალისებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ ამ პროცესის არანაირი გადააზრება არ არის.

„ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. რატომღაც ამ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ყველას გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ამ ფორმით ახალისებენ. სამწუხაროდ, ფაქტობრივად, ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ამ პროცესის არანაირი გადააზრება არ არის. როგორც ჩანს, ბრიუსელის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის წახალისებას მომავალშიც ვიხილავთ. ყველამ გაიაზროს, ასეთი ქმედებით აზიანებენ ევროკავშირის იდეას. შემდეგ, ხელს სხვისკენ ნუ გაიშვერენ. ევროკავშირის რეპუტაციას საკუთარი ხელით აზიანებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Post navigation

Previous: თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს
Next: დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ… სექტაა, აბა რა არის ეს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.