Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს

მარშალ პრესი 25/09/2026
04

25 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო მოძღვრის დღეს აღნიშნავს. კაპელანის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ახალი მთავარი სამხედრო მოძღვრის კაპელანებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებასა და საქართველოს საპატრიარქოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. 

ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის შიო III-ის მისალოცი წერილი. 

კაპელანებს სიტყვით მიმართა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. ყოფილ მთავარ კაპელანს, დეკანოზ დავით ლონდარიძეს სამხედრო კაპელანის მსახურების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და უწყების თანამშრომლები დაესწრნენ.

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების  დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მამა დავით ლონდარიძემ და მამა გურამ ჭარელაშვილმა წირვა აღავლინეს.

სამხედრო მოძღვრის დღის აღსანიშნი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა მთავარი კაპელანის სამხედრო მოძღვრებთან ლექცია–სემინარი, სადაც  კაპელანთა გამოცდილება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

Post navigation

Previous: სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა
Next: ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.