Skip to content
25/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი:ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში

მარშალ პრესი 24/09/2026
shalva papuashvili

ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ამისკენ არის მიმართული იმ რეფორმების მხრივ მოწოდებები, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება ევროკავშირის ინსტიტუციებში.

„ამისკენ არის მიმართული იმ რეფორმების მხრივ მოწოდებები, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება ევროკავშირის ინსტიტუციებში, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ვფიქრობ ამ პროცესის ნაწილი არის ის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდე უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას პოვებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
Next: ამ ისტორიაში ყველაზე „ბინძური“ დეტალი არა გიორგი ხოჯევანიშვილის ჩვენება, არამედ სასამართლოში ჩვენების მიცემის გამო ადამიანის მორალურად სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.