Skip to content
25/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

მარშალ პრესი 24/09/2026
unnamed

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.

ვანის, ახმეტის, დმანისისა და წალკის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები თბილისში, შპს „ფავორიტ სტილში“ დაიბეჭდა.

სულ დაიბეჭდა 2 450 საარჩევნო ბიულეტენი, საიდანაც 1 750 ბიულეტენი განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 ბიულეტენი იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ბიულეტენები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით დაიბეჭდა.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს სტამბაში მონიტორინგს უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საფინანსო დეპარტამენტი, ხოლო საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის გუნდმა ბიულეტენების ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატებთან თავსებადობა შეამოწმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ ბიულეტენებს კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს.

Post navigation

Previous: ვალერი გელბახიანი: თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ელისო კილაძე გვყავდა დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს ,,ქრონიკა+“-ში
Next: შალვა პაპუაშვილი:ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.