Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 24/09/2026
6006

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.

შეხვედრები გაიმართა სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ლუკა მგელაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობის საკითხები.

ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საქართველოსა და რუმინეთს შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მნიშნელობა

Post navigation

Previous: მუსიკოსი „კორძი” გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს
Next: პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.