Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მუსიკოსი „კორძი” გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს

მარშალ პრესი 24/09/2026
kordzi

მუსიკოსი „კორძი”, მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს – ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუაცია რეაგირების გარეშე დატოვეს.

„კორძი” მიიჩნევს, რომ ორგანიზატორების მხრიდან მის გაუქმებულ კონცერტზე რეაგირების არქონა ნორმალური არ არის და წერს, რომ კარგი იქნებოდა, მათ მცირედი მხარდაჭერა მაინც ეჩვენებინათ.

„გორში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით:
გორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მასპინძელ სივრცეს „გაბრაზებული ბრბოს“ მობილიზებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გამოსვლას არ გააუქმებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი კვირის განმავლობაში, როგორც სამთავრობო მედიის, ისე პარლამენტის მხრიდან, ჩემი და მასპინძელი სივრცის მისამართით უკიდურესად შეუფერებელი თავდასხმები ხორციელდებოდა.
ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების გარეშე დარჩენა მისაღებია.
მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები.
მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების ჩაშლა მორიგი ფსკერია; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც მიმეღო…” – წერს „კორძი”.

მისივე თქმით, „უკვე ყელში ამოუვიდა ყოველ მეორე კვირას პოლიტიკური განცხადების წერა.“

Post navigation

Previous: პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ
Next: რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.