Skip to content
23/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით

მარშალ პრესი 23/09/2026
giorgi pataridze

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავს მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც ერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.

,,სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ პენიტენციური სამსახურის მისამართით ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით“, _განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით 2026 წლის მარტიდან დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული ყველა ვიდეომასალის დაარქივება ხორციელდება.

,,დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, უკვე მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე“, _განაცახდა გიორგი პატარიძემ.

მისვე თქმით, პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით არსებული ვიდეომასალები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასცეს.

მანვე მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული განცხადებებისგან.

გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მაღალკვალიფიციური საქმოანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პენიტენციური სამსახურის უკლებლივ ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით“, _განაცხადა გიორგი პატარიძემ.

 

Post navigation

Previous: პატარა „სასახლის გადატრიალება“ „ტვ-პირველში“ – ზაალ ანჯაფარიძე
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.