ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანალიტიკოსის შეფასებით, წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგანაც პარტია “ლელო”, რომელსაც აკრძალვა ემუქრება, ახლა ცდილობს თავის გადარჩენას და ამ პროცესში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტისთვის და მამა-შვილ წერეთლებისთვის პარტიული ტელეარხით პოლიტიკური ვაჭრობა მოსული ამბავია.
„პატარა “სასახლის გადატრიალება” ტვ-პირველში და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემით ტერფამდე პარტიული ტელეარხი და, როგორც ჩანს, პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა. სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს ტვ-პირველის “სახე” ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი “სახე” გია ხუხაშვილი.
ვფიქრობ წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგანაც პარტია “ლელო”, რომელსაც აკრძალვა ემუქრება, ახლა ცდილობს თავის გადარჩენას და ამ პროცესში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტისთვის და მამა-შვილ წერეთლებისთვის პარტიული ტელეარხით პოლიტიკური ვაჭრობა მოსული ამბავია. ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს“, – წერს ანჯაფარიძე.
