Skip to content
22/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც დაანგრია ბაიდენის ადმინისტრაციამ

მარშალ პრესი 21/09/2026
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს არ არის ორმხრივი ვიზიტი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი. ნიუ იორკიც ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი არ არის. ვიზიტის მიზანია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და გაერო-ს ინსტიტუციებთან შეხვედრები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა ეტაპზეა დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა – შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები დაანგრია ცალი მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა. ურთიერთობების დინამიკას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ. რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით. ჩვენ არსად ვჩქარობთ, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად. ამიტომ, ჩვენ ველოდებით. თავად ტრამპი არწმუნებს მთელ სამყაროს, ბაიდენმა რამდენი შეცდომა დაუშვა ყველა მიმართულებით, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობის მიმართულებით. მაგალითად, ტრამპმა USAID-ის დაფინანსება შეწყვიტა და დახურა სხვა მავნე პროექტები. საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელშიც ამ მხრივ ყველაზე მეტი ფული იხარჯებოდა, რათა საქართველოს პოლიტიკა და ეკონომიკა ეკონტროლებინათ. ის, რომ ეს მავნე დაფინანსებები ტრამპმა გააუქმა, ესეც აჩვენებს, რომ ჩვენი წუხილები მოისმინეს.

ჩვენი მთავარი ეროვნული მიზანია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ვისაც ამ მიზნებთან დაკავშირებით ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა უნდა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კალთაზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. სუვერენული ქვეყანაა, სუვერენულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ჩვენც სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, დღეს, რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1 000 ჯარისკაცი. რაღაც პერიოდში 1 500-ც გვყავდა. ველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ქართველები ვართ. ვინმეს თუ არ უნდა და დრო სჭირდება, ესეც მათი არჩევანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
Next: ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.