Skip to content
22/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

მარშალ პრესი 21/09/2026
maka bochorishvili1

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მულტილატერალიზმს მიეძღვნება.

„დღეს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა.

Post navigation

Previous: აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა
Next: შალვა პაპუაშვილი – მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც დაანგრია ბაიდენის ადმინისტრაციამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.