Skip to content
22/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით

მარშალ პრესი 21/09/2026
shalva papuashvili

მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მასობრივი შესვლის საკითხს.

მისივე თქმით, სანამ ოპოზიცია „ყბედობს“, ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ამ პერიოდში ვნახეთ მცდელობა, მათ შორის რუსოფობიის გაღვივებისა. გაგახსენებთ რა კამპანია იყო – კედლებზე წარწერების კამპანია გახსოვთ, რომ შემოსულები არიან დივერსანტი ჯგუფები, მონიშვნებია კედლებზე, თუ სად უნდა დაარტყას რუსეთმა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ხელოვანი კედლებზე კატებს ხატავდა.

გახსოვთ კამპანია, რომ ყველა დივერსანტია და ამის შედეგი – ჭავჭავაძეზე საქართველოში წლების განმავლობაში მცხოვრებ რუს ადამიანს ქვები ესროლა მეორე ადამიანმა. ასეთი ზიზღი გააღვივეს; გახსოვთ გემს რომ დახვდნენ ბათუმში და ლარსიდან რომ შემოდის ტურისტი მანქანით, იქ კანკალი არ ეწყებათ და გემით რომ შემოვიდა ტურისტი ამაზე დაეწყოთ კანკალი.

მანამ, სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და არცერთი რისკის რეალიზება არ მომხდარა. რადგან არის უსაფრთხოების კონტროლი ყველგან. ვიზაც არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას, ასე რომ მესაზღვრის ბეჭედი ვიზის დატვირთვის მატარებელია.

მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება – გურამ ფალავანდიშვილი
Next: შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.