Skip to content
20/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის

მარშალ პრესი 19/09/2026
giorgi gvelesiani

იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის, – ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალების მიერ განხორციელებულ წნეხსა და რუსოფობიაზე საუბრობს.

გველესიანის განცხადებით, მანამ სანამ ქართული პოლიტიკური სივრციდან „გაფუჭებული მოღალატეები“ არ გაქრებიან მანამდე რაიმე სიკეთეზე საუბარი ზედმეტია.

„დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი თუ რა მოაქვს ფობიებს. ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს, არაფერი კარგი, რაც ეხლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი აი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგით მე ვერაფერს ვერ მატკენენ და მე, რაც არ უნდა იარლიყი მომაკერონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას მე ყველაფერში ვეთანხმებოდი, ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა, მაქვს უამრავი ჩემი პრეტენზიები.

თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის.

შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოღალატეები არსებობენ. არსებობენ, მაგალითად, ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი,“- განაცხადა გიორგი გველესიანმა.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი
Next: გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.