Skip to content
20/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი

მარშალ პრესი 19/09/2026
levan machavariani

დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე, ქვეყნის როლი სრულად იყოს გამოყენებული.

„ჩვენ ძლიერ ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამაში ხელს გვიწყობს ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობა, რითაც დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, შუა დერეფნიდან გამომდინარე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი როლი გამოვიყენოთ, საინტერესოები ვიყოთ ევროკავშირისთვის, რომ უკვე მოლაპარაკებების დროს არამხოლოდ ერთმა მხარემ წამოგვიყენოს პირობა, არამედ ორივე მხარე ინტერესდებოდეს ერთმანეთით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც
Next: გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.