Skip to content
19/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღინიშნა

მარშალ პრესი 19/09/2026
1

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს – „მაჭახლობა 2026“ დაესწრო.

დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ მხეიძემ მიულოცეს.

ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტრადიციების დაცვასა და პოპულარიზაციას, ხეობის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო სტუმრების დაჯილდოება გაიმართა. „საპატიო მაჭახლელი 2026“-ის წოდება ზურაბ პატარაძემ მაჭახლის ხეობის მკვიდრს, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგ ლეილა კახიძეს გადასცა.

დღესასწაულის ფარგლებში ქართული ჭიდაობისა და ნარდის შეჯიბრებები გაიმართა. მოეწყო ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა, კულტურული პროგრამის ფარგლებში კი მაყურებლის წინაშე ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები წარდგნენ.

„მაჭახლობას“ აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს მსოფლიოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა და ევროკავშირში მოახლოებულმა არჩევნებმა
Next: გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა – არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.