Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა

მარშალ პრესი 18/09/2026
irakli kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის სრულად განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერი სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

მთლიანად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. ასევე სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რადგან გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი
Next: ირაკლი კობახიძე – აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.