Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რადგან გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი

მარშალ პრესი 18/09/2026
irakli kobakhidze3

როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

„რაც შეეხება კამპანიას, მათ შორის წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანიას, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო ცალსახად ორმაგი სტანდარტი, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაზეც ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, თუმცა ახლა ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ. როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი, აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი. ახლა ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია, თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციაზე – როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაც
Next: პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.