Skip to content
19/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან

მარშალ პრესი 18/09/2026
irakli kobakhidze

უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავს ქმედებებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.

„პირველ რიგში, მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი პარკი შეემატა, რომელიც უმაღლესი ხარისხით არის მოწყობილი – როგორც ეს სჩვევია თბილისის მერიას და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისელებისთვის, შესაბამისი უბნის მცხოვრებლებისთვის. აქაც ხედავთ, რომ უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის მორიგი გამოხატულება. მათ სცადეს, რაღაც დისონანსი შემოეტანათ, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინარზე – ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
Next: ირაკლი კობახიძე – 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.