Skip to content
19/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა

მარშალ პრესი 18/09/2026
irakli kobakhidze2

რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი.

„მთლიანობაში რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული. ზოგადად, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ვახერხებთ შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა და კორუფციის სრულად აღმოფხვრა ეხმარება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან
Next: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, ისინი დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი დანაშაული – პრემიერი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.