Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ერთ-ერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი, ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში

მარშალ პრესი 10/07/2022
მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ერთ-ერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი და ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისი თქმით, „მთავარი არხიდან“ ასე თავისუფლად ჟურნალისტები თავის პირად აზრს ვერ საუბრობენ, ისევე, როგორც თავის დროზე, მათი მმართველობის დროს ვერ საუბრობდნენ თავის პირად აზრებს.

„ეს იყო გატესტვა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ. ნაცმოძრაობის და ენჯეოების რევოლუციას რომ გვიწყობდნენ, რომ ჩაუფლავდათ და ახლა სხვა რელსებზე გადავიდნენ, გამიჯვნის ერთი პოზიცია არ გვინახავს. პირიქით, ცდილობენ სანქციები დაგვეწესებინა, მოხალისეები გაგვეშვა, ანუ ომი დაწყებულიყო პირდაპირ. ირიბად ტესტავდნენ ომის ნარატივს. მათ შორის დაემატა ჭიაბერაშვილი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ზოგიერთი ჟურნალისტიც – ახლა გამოსავალი მხოლოდ ომია და უკრაინის გამარჯვებაო. უკრაინის გამარჯვება კი ბატონო, ძალიან სასურველი ამბავია, მაგრამ, რა ომი, უკრაინის მეათედ ქვეყანაში, მოსახლეობით, ჯარით, ტერიტორიით და ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ამხელა ტერიტორიები. ჩვენ მოვიგონეთ ეს ამბავი? ნაცმოძრაობის ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ერთ-ერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი და ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში. „მთავარი არხი“ რომ ამბობს, ნაცმოძრაობა ამბობს? პირდაპირი მოწოდება არის? მთავარი არხიდან ასე თავისუფლად ჟურნალისტები თავის პირად აზრს ვერ საუბრობენ, ისევე, როგორც თავის დროზე, მათი მმართველობის დროს ვერ საუბრობდნენ თავის პირად აზრებს. ეს იყო გატესტვა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ და გატესტვა. გატესტვა იყო ასევე სამწუხაროდ სახალხო დამცველის მიერ, სანქციებზე იყო საუბარი, რომელიც ასევე ომისკენ ერთ-ერთი მიმავალი გზა იყო. თურმე, ამ სირცხვილს, ურჩევნია, ბომბები ცვიოდეს თავზე. შესაძლებლობების ფანჯარაა, როცა რუსებმა გაიყვანესო ჯარები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო, ლომჯარია ამბობდა თუ არა?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა, ეს დიდი თამაშია, არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს არარეალურ ჩანაწერს იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში
Next: მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას უნდა, პირდაპირ ჩაინიშნოს სესია და რა უნდა გაიტანონ იმ სესიაზე, წარმოდგენა არ აქვთ, ეს არის საბოტაჟის ხერხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.