Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა, ეს დიდი თამაშია, არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს არარეალურ ჩანაწერს იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში

მარშალ პრესი 10/07/2022
მამუკა მდინარაძე

ყველა ხვდება, რომ ეს რაღაც დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარეალურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცები, მაგრამ მარტო მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არის სხვა ინტერესი, უფრო დიდი და გლობალური და ამ გლობალურ ინტერესს ჰქვია ინტერესი, რაზეც ჩვენ მაინც და მაინც თამამად ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ბევრ რაღაცას – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ.

„საქართველოში არის აგენტურა, ხანდახან ორმაგიც და მათი ე.წ. ლობისტები და რუსული ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ის ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან ხან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ, ხან წარსულში რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსების პრესპიკერები იყვნენ და ევროკავშირის დროშით და დასავლურ დროშას შემოფარებულები, გამოდიან ჩვენს წინაშე. ამასაც აღარ ჭამს , უკაცრავად გამოთქმისთვის, საზოგადოება იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რომ ეს რაღაცა დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარეალურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცები, მაგრამ მარტო მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არის სხვა ინტერესი, უფრო დიდი და გლობალური და ამ გლობალურ ინტერესს ჰქვია ის ინტერესი, რაზეც ჩვენ მაინც და მაინც თამამად ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ბევრ რაღაცას. ძალიან ბევრ რაღაცას ვუფრთხილდებით და ამაზე იყო კამათი ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა. წარმოიდგინეთ, იმხელა ინტერესია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, 200-ზე მეტი იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ 308 დეპუტატის მხარდაჭერით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და ამას საზოგადოებრივი ანალიზი სჭირდება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ უკრაინელი ებრაელების ნაცისტობაში დადანაშაულებაზე: ხალხი, რომელიც ამას ამბობს, ავადაა, ავადმყოფ ადამიანებს არ უნდა დასცინო, დაავადების განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც მათგან მესმის, ვერ განიკურნება
Next: მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ერთ-ერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი, ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.