Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ ის, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას

მარშალ პრესი 16/09/2026
irakli kircxalia2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო.

მისივე თქმით, არსებობენ ჯგუფები, რომელთა ერთადერთი ინტერესი საქართველოს განვითარებისთვის ხელის შეშლაა.

“თითოეული მართული პროცესი, რომელსაც ვნახეთ ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში და რომელიც საზოგადოებისთვის უკვე არ არის ახალი და გასაკვირი, თუ საიდან იყო და როგორ ფინანსდებოდა ეს ყველაფერი. თითოეული ასეთი გამოსვლა, თითოეული დაგეგმილი პროვოკაცია მეტყველებს ერთზე, რომ უკვე ღიად არსებობენ გარკვეული ჯგუფები და მათი სახე დამალული არ არის, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას”, – აცხადებს ირაკლი კირცხალია.

საქართველოს მთავრობა შტატების სასამართლოში საქმის შეჩერებას ითხოვდა, საფრანგეთში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე, სადაც ქართული მხარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ამ დრომდე ცდილობს. პარიზის სასამართლომ საქართველოს 383 მილიონ დოლარიანი კომპენსაციის გადახდა 2024 წელს დააკისრა. “ენკამ” საერთაშორისო არბიტრაჟს “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მიზეზად კი სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევა დაასახელა.

Post navigation

Previous: გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი პატიმრობა მიესაჯა
Next: ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.