Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიშა მშვილდაძეს ვაკვირდები, რომელმაც თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, თანამშრომელს სინავს და პასუხს ვერ სცემს

მარშალ პრესი 16/09/2026
tamar chergoleishvili

ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ – იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო sales house-ს ტაბულას რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია. – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“(ცხადია, დემონური ხარხარი მიტყდებოდა ამ სამარცხვინო შანტაჟზე). თავიდან, ვცადე მაშინაც გადარჩენა – ვიფიქრე, რომ ტელემედია სივრცეში არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს წონა, რომელსაც ეს მდაბიო შანტაჟი აღაშფოთებს და არ შეეგუება. ჩემი საზომით ვზომავდი.

მალევე მივხვდი, რომ ჩემი საზომი მაგათ არ ერგებათ ისეთი ბოგანოები არიან და უბრალოდ უნდა განადგურდეს ეგ კორუმპირებული, უწესობასთან შემგუებელი და თავადაც უწესო კასტა.

ხოდა, ახლა მიშა მშვილდაძეს ვაკვირდები, რომელმაც თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, თანამშრომელს სინავს და პასუხს ვერ სცემს.

სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია.

P.S.  დაპირებული ვარ მას, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა, უბრალოდ მაშინ ისე “ჟირნად” იყო – გიჟად ჩამთვალა.

ყველას იგივე მოგივათ, რასაც დაგპირდით, იმიტომ კი არა, რომ მე შეგისრულებთ, არა – სისტემური კანონზომიერება შეგისრულებთ, ანუ ის, რაც თქვენ არასოდეს გისწავლიათ და არც ის დაგიმახსოვრებიათ, რომ “ქაღალდის გარდა, ამ ქვეყანაზე არის კიდევ სინდისი”.  პატივისცემით (რა სისულელეა, ზრდილობისთვის ვამბობ), ვირუსი” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუკში”.

 ამ თემაზე:

„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა
Next: ზაზა დობორჯგინიძე: იპოდრომზე ტრამპ ტაუერი იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.