Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

მარშალ პრესი 16/09/2026
davit chikhelidze

რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა, – ასე ეხმაურება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, კორუფციის მკვლევარის ირაკლი აბესაძის განცხადებას, სადაც ნათქამია, რომ „ ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში.“

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა სწორედ მის მასშტაბშია, რადგან ის ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლასა და საქართველოს გლობალურ ბიზნესთან კიდევ უფრო მეტად დაკავშირებას გულისხმობს.

მისივე თქმით, საინტერესოა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მოეზიდა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რა პოზიციას დააფიქსირებდა მაშინ აბესაძე.

„ყოველი ასეთი განცხადება მახარებს, რადგან კარგად ჩანს საქართველოს მტრების სახეები და მათი სიბოროტის მასშტაბი.

რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა!
რაც შეეხება მეორე საკითხს, ძალიან საინტერესოა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მოეზიდა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რა პოზიციას დააფიქსირებდა მაშინ ბატონი აბესაძე.

დარწმუნებული ვარ, მაშინ პროექტის ავტორებსაც ცაში აიყვანდა ქებით და სააკაშვილსაც ეკონომიკურ გენიოსად წარმოაჩენდა.
მაგრამ დღეს, როცა ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში ხორციელდება, ზოგიერთი ადამიანი ყველაფერში პრობლემას ხედავს, მეტროში, საცობში, შენობის სიმაღლეში და ა.შ. ხედავს ყველაფერს გარდა რეალობისა! რეალობა და მნიშვნელოვანი კი 2 მილიარდის ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილები, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა და საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაკავშირება გლობალურ ბიზნესთან არის.“ – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: ევროპაში კრიზისი მწვავდება, შედეგად უფრო მეტად დავინახავთ იმ ძალების გამარჯვებას, რომელთა მთავარი ამოცანა საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.