Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს – მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

მარშალ პრესი 14/09/2026
1409

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად – მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მერაბ გამყრელიძეს  ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

Post navigation

Previous: პრემიერი ოპოზიციაზე – ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას
Next: ირაკლი კობახიძე – ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.