Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა

მარშალ პრესი 14/09/2026
irakli kobakhidze
ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა  დაადასტურა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება.  როტაცია ყოველთვის იყო მიმართული გუნდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ და ამის პრაქტიკული შედეგები უამრავჯერ ვიხილეთ, ხომ? მათ შორის ამის პრაქტიკული შედეგი იყო არაერთი მოგებული არჩევნები. გუნდს მუდმივად სჭირდება გაჯანსაღება, მუდმივად სჭირდება როტაცია. ეს როტაცია ხორციელდება ხოლმე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პირადი მიზეზით, გაჯანსაღების მიზეზით, სხვადასხვა მიზეზით და ერთადერთი შედეგი, რასაც ვიღებთ ამ როტაციების საფუძველზე, იყო გუნდის ყოველ ჯერზე კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა ეს დაადასტურა”, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს – მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
Next: რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ერთიან სამინისტროდ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად , სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.